ანჩელოტის ახალი ბალანსი
მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტი ყველა ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ მადრიდის "რეალისთვის" მთავარია ბალანსის შენარჩუნება, რის საფუძველზეც კლუბი წარმატებას აღწევს და შესანიშნავ შედეგებს დებს, თუმცა ამისთვის აუცილებელია კრიშტიანო რონალდუს, გარეთ ბეილისა და კარიმ ბენზემას ერთად ყოფნა...
BBC - მადრიდული გიგანტის მამოძრავებელი ძალა, მაგრამ მომდევნო 2 მატჩში კრიშტიანო რონალდუ მონაწილეობას ვერ მიიღებს. მეტოქეები კი საკმაოდ სოლიდურ ძალას წარმოადგენენ, აქედან გამომდინარე კარლო ანჩელოტი ახალი ბალანსის ძიებაში იქნება.
ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს ორი ვარიანტი აქვს. ან ითამაშოს კვლავაც 4-3-3 სქემით და კრიშტიანოს ნაცვლად მოედანზე ხესე როდრიგესი გამოჩნდეს, ანაც კვლავ გაიხსენოს 4-4-2, რომელიც მან არაერთხელ სცადა და ყველა შემთხვევაში წარმატებით დასრულდა ესქპერიმენტი.
იმ შემთხვევაში თუ ანჩელოტი 4-4-2-ს გამოიყენებს, შეტევას გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა გააძლიერებენ, თუმცა არის მეორე ვარიანტიც, რომელშიც ბენზემას ხავიერ ერნანდესი(ჩიჩარიტო) შეუწყვილდება, გარეთ ბეილი კი ნახევარდაცვაში დაიწევს და ფლანგებიდან ეცდება სიტუაციის გამწვავებას.
"სოსიედადთან" მატჩში ნახევარდაცვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. პირველ რიგში ისკო ალარკონი, ტონი კროოსი, ხამეს როდრიგესი, სამი ხედირა. მეორე ვარიანტი კროოსი, ბეილი, ისკო, ხედირას კვარტეტია, ხოლო მესამე ვარიანტში ხედირას ნაცვლად მოედანზე ასიერ ილიარამენდი განიხილება.
როგორც ვხედავთ, ანჩელოტის საკმაოდ ბევრი საფიქრალი და სამუშაო აქვს. სავარაუდოდ, გუნდი ბასკებთან მატჩში გარკვეულ ექსპერიმენტს ჩაატარებს.
- 30 იანვარი 2015
- 3 098
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.