გრანერო:"იანვრის თვე "რეალისთვის" სახარბიელო არ იყო"
ესტებან გრანეროს განცხადებით, კარლო ანჩელოტი 2015 წლის იანვრის თვეში ნაჩვენები რეზულტატებით ვერ დაიქვეყნის, თუმცა თამამად სათქმელია, რომ ეს ყველაფერი "ბლანკოსის" რეალურ ძალას ვერ ასახავს...
"მადრიდის "რეალი" არაერთ ტურნირზე გამოდიოდა და გამოდის, აქედან გამომდინარე მათი კალენდარი მეტისმეტად გადატვირთული იყო. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევის შემდეგ კლუბს მცირე ჩავარდნა ჰქონდა. ახალმა წელმა "რეალის" ფეხბურთელებში გარკვეულწილად გარდატეხა შეიტანა, ისინი უკვე დაემშვიდობნენ "ლა კოპას", მაგრამ ამით იმას ვერ ვიტყვით, რომ გუნდი კრიზისშია."
"რეალ "სოსიედადს" სამეფო კლუბთან გამარჯვება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ კოლექტივი მაქსიმალურ მზადყოფნას აცხადებს და ძალების დახარჯვას გეგმავს."
"ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბასკური კლუბი მოწოდების სიმაღლეზე დგას, რადგან ლა ლიგის სტარტზე 4-2 დაფიქსირდა."
"შეტევაში მაქსიმალური ყურადღებით ვითამაშებთ. სერხიო რამოსთან ჭიდილი ურთულესია, აქედან გამომდინარე მიღებული შანსების რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ."
"სანტიაგო "ბერნაბეუს" ჩემზე კარგად არცერთი "სოსიედადელი" არ იცნობს, აქედან გამომდინარე არაერთი რჩევა მკითხეს, მე კი მათ ვუთხარი, რომ ეს არის საოცარი სტადიონი. "რეალს" კი მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც საყვარელი კლუბისგან მუდმივად წარმატებას ითხოვენ."
"ნამდვილად რთულია "ბლანკოსის" დამარცხება, თანაც მაშინ, როდესაც შერკინება მადრიდში იმართება, მაგრამ "სოსიედადი" ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად."
- 29 იანვარი 2015
- 2 824
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.