"სოსიედადთან" შეხვედრისთვის მზადება გრძელდება
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი სავარჯიშო სესია გამართეს...
კოლექტივი რეალ "სოსიედადის" დასამარცხებლად ემზადება. სამეფო კლუბისთვის დღევანდელი ვარჯიში ბოლოსწინა იყო, ბოლო მომზადება კი ხვალ გაიმართება. პაექრობა შაბათს, თბილისის დროით 18 საათსა და 55 წუთზე არის დაგეგმილი.
ლა ლიგის ლიდერებმა ჩვეულ ტემპში ივარჯიშეს. სასიხარულო ინფორმაცია კი ახალწვეული მარტინ ოდეგარის გამოჩენა გახლდათ, რომელმაც მთავარ გუნდთან ერთად პირველად მოსინჯა ძალები.
ყველაზე დიდი ყურადღებით ბურთით მომზადებას და კომბინაციებს მიეძღვნა. პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ მხოლოდ დახარულ კარს მიღმა ვარჯიშით დაკმაყოფილდა, კეპლერ პეპე და ლუკა მოდრიჩი კი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
- 29 იანვარი 2015
- 4 182
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.