გუნდმა ვარჯიშები განაახლა
გუნდმა განაგრძო ვარჯიში ზამთრის არდადეგების შემდეგ და ახლა ისინი ემზადებიან ოსასუნასთან წინააღმდეგ სათამაშოდ პამპლონაში.
კაკა ცალკე სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა, თითქოს ის უკვე გამოკეთდა და მზად იყო ოსასუნას წინააღმდეგ სათამაშოდ, მაგრამ ექიმებმა განაცხადეს, რომ მან დარბაზში უნდა განაგრძოს ვარჯიში. არგენტინიდან ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან გაგო, გარაი და იგუაინი. მამადუ დიარა გაემგზავრა აფრიკის თასზე, რათა დაიცვას მალის ნაკრების ღირსება, ხოლო ესპანელებს, კერძოდ კასილასს, გრანეროს, რამოსს და არბელოას ერთი დამატებითი დასვენების დღე დაუნიშნეს.
მანუელ პელეგრინიმ მსუბუქად მოამზადა ის ფეხბურთელები, რომლებიც მის განკარგულებაში იყვნენ:მეტცელდერი, რაული, ვან დერ ვაარტი, რონალდო, მარსელო, დრენტე, ლასი, ხაბი ალონსო და ბენზემა.
დუდეკი და ადანი ცალკე მეკარეების მწვრთნელთან ვარჯიშობდნენ კასილასის მოლოდინში.
ასევე ვალდებასზე გამოჩნდნენ ტრავმირებული ფეხბურთელებიც: რაულ ალბიოლი, რუუდ ვან ნისტელროი და აქამდე უკვე ნახსენები კაკა. ისინი დაესწრნენ პელეგრინის ვარჯიშისწინა საუბარს, შემდეგ კი სატრენაჟორო დარბაზისკენ გაეშურნენ. კაკაზე ვარაუდობდნენ, რომ ის დაბრუნდებოდა, მაგრამ ექიმებმა მისი დარბაზში დატოვება გადაწყვიტეს.
რაც შეეხება იგუაინს, გაგოს, კასილასს, რამოსს, გრანეროსა და არბელოას ისინი გუნდს სამშაბათს დაუბრუნდებიან.
ეზეკილ გარაის კი მგზავრობასთან შეექმნა პრობლემები და ამიტომ გამოტოვა ვარჯიში. დღეისათვის კი წესით მთელი გუნდი უნდა შეიკრიბოს. რაც შეეხება მამადუ დიარას ის ვერ ჩამოვა მადრიდში აფრიკის თასის გამო და ასევე ვარჯიშზე არ იქნება პეპე, მას დიდი ტრავმა აქვს მიღებული.
ინფორმაციის წყარო:marca.com
- 29 დეკემბერი 2009
- 3 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.