ოფიციალური განცხადება
"მადრიდის რეალი" ფიფას მიერ "თეთრების" წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
მედიაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ფიფას მიერ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ესპანური კლუბების წინააღმდეგ საქმის შესწავლას, თუ რამდენად ასრულებენ ეს კლუბები ფეხბურთელების სტატუსისა და ტრანსფერის რეგულაციებს დაკავშირებულს უცხოელი ფეხბურთელის შეძენასა და სხვადასხვა ასაკის ბავშვების რეგისტრაციასთან, "მადრიდის რეალს" სურს განაცხადოს შემდეგი:
1. "მადრიდის რეალი" მუდამ იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს არასრულწლოვანი ფეხბურთელების უფლებებს და მუდმივად მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. კლუბს არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს ასეთი ტიპის გამოძიებასთან და მზადაა თანამშრომლობისთვის.
2. "მადრიდის რეალმა" პირნათლად შეასრულა და დეტალურად უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც კომისიას ჰქონდა სხვადასხვა დროს.
3. იმისთვის, რომ სრულყოფილი სურათი იყოს ცნობილი დაინტერესებული პირებისთვის, "მადრიდის რეალს" სურს გააჟღეროს ის საქმეები, რომელსაც ფიფა ითხოვს 51 ფეხბურთელთან დაკავშირებით, საიდანაც:
- 1 ფეხბურთელი სიაში მოხვედრილია ორჯერ;
- 10 ფეხბურთელს, რომლებიც სიაში არიან, დარეგისტრირების დროს ისედაც ჰქონდათ ესპანეთის მოქალაქეობა და შესაბამისად მათზე არ ვრცელდება უცხოელი არასრულწლოვანი ფეხბურთელის შესახებ რეგულაციები;
- 6 ფეხბურთელი დარეგისტრირების დროს უკვე სრულწლოვანნი იყვნენ, შესაბამისად ზემოთხსენებული რეგულაციები შეუძლებელია გავრცელდეს მათზე. ამავდროულად ამ ფეხბურთელებზე უკვე იმ დროს გაცემული იყო აუციელები ავტორიზაცია ფიფასგან (ე.წ. CTI საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატი)
- 2 არასრულწლოვანი ფეხბურთლის დარეგისტირირება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასზე ფიფას კომპეტენტურმა კომიტეტმა (ფეხბურთელის სტატუსის შესახებ კომიტეტი) გასცა შესაბამისი ნებართვა.
- 2 ფეხბურთელის დარეგისტრირება მოხდა მანა, სანამ ზემოთხსენებული რეგულაციები შევიდოდა ძალაში 2009 წელს.
- 23 ფეხბურთელი (24, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ერთი ფეხბურთელი ორჯერაა სიაში) ჩარიცხულ იქნენ მეორე ან შემდეგი რეგისტრაციით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი საფეხბურთო კლუბებიდა, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს არ ყოფილა საერთაშორისო ტრანსფერი ან ფეხბურთელთა პირველად რეგისტრაცია
- 2 ფეხბურთელი არასდროს არ შედიდიო "მადრიდის რეალის" დისციპლინას , შესაბამისად კლუბი საფუძვლიანი ვარაუდით აღნიშნული ფეხბურთელები ამოღებულ უნდა იქნან ამ საქმიდან.
- 1 ფეხბურთელი საერთოდ ვერ დარეგისტრირდა, ვინაიდან კომიტეტმა მისი აპლიკაციის დარეგისტრირებაზე უარი თქვა, აღნიშნული საქმე სასამართლოშია განხილვაზე.
- და ბოლოს, 12 წლის 4 ფეხბურთელი კლუბში დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც კლუბმა შეასრულა, როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პირველადი რეგისტრაციის მოთხოვნები, ასევე ფიფას რეგულაციები, რომლებიც მოცემულია მე-19 მუხლში.
4. ყველაფერთან ერთად, ყველანაირი ეჭვის გასაფანტად, "მადრიდის რეალი" აცხადებს, რომ ფიფას ექნება სრულყოფილი წვდომა ყველა კორპორატიულ შეთანხმებასთან, რომელიც კლუბს გაფორმებული აქვს არასრულწლოვან ფეხბურთელებთან, ვინაიდან თავად "მადრიდის რეალი" დაინტერესებულია, რომ ადგილი არ ჰქონდეს ზემოთხსენებულ დარღვევებს და ის მუდამ პატივს სცემდა ფეხბურთელების უფლებებს და მომავალშიც ასე გააგრძელებს.
5. ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს, რომ "მადრიდის რეალი" განუხრელად იცავს უცხოელი არასრულწლოვანი ფეხბურთელების სატრანფერო და სარეგისტრაციო რეგულაციებს და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სპეცკულაციისა და ფაქტების დამახინჯების ხასიათს ატარებს.
წყარო: RealMadrid.com
- 27 იანვარი 2015
- 7 409
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.