2009 წლის ყველა ტრანსფერი

ფეხბურთელები რომლებიც გუნდს 2009 წელს შეუერთდნენ:

მაშ ასე სულ მალე დასრულდება 2009 წელი. რომელიც მადრიდელთათვის არცთუ ისე სასიამოვნო იყო. 2009 წლის პირველი ნახევარი ნამდვილი კოშმარი იყო "რეალისათვის" კიდევ ერთი ფიასკო "ჩემპიონთა ლიგაზე", დამამცირებელი მარცხი ბერნაბეუზე მოსისხლე მტერტან. მაგრამ მეორე ნახევარში გაჩნდა იმედი რომელიც უკავშირდება ფლორენტინო პერესის გუნდში მოსვლას. ის ყველას დაპირდა, რომ ააშენებდა ახალ გალაკტიკოსს რიგით მეორეს. მან აასრულა დაპირებები და გუნდში მოიყვანა მეგა ვარსკვლავები, მაგრამ მოდი 2009 წლის დანარჩენ ტრანსფერებიც განვიხილოთ.

ფეხბურთელები რომლებიც გუნდს 2009 წელს შეუერთდნენ:
ლასანა დიარა:
კალდერონის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი, ის გუნდში მამადუ დიარას ტრამვის გამო მოვიდა, მაგრამ პირველივე მატჩიდან დაიმკვიდრა გუნდში თავისი კუთვნილი ადგილი და დღესდღეობით გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. მაკელელეს წასვლის შემდეგ ყოველთვის იყო ნახევარდაცვის ცენტრში პრობლება, რაც ლასანამ გადაჭრა. მოდით ვტქვათ რომ ლასის ტრანსფერმა 100% გაამართლა.
ჟულიანო ფობერი:
ფობერიც ზამთარში შეუერთდა გუნდს. მაგრამ მან საერთო ჯამში 1 თამაშიც ვერ ითამაშა. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი "რეალის" ისტორიაში. მთელი სეზონი სკამზე იჯდა და ზაფხულში მის ყოფილ კლუბ "ვესთ ჰემს" დაუბრუნდა.
დანიელ პარეხო:
მადრიდის "რეალის" კანტერის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც 2008 წლის ზაფხულში ინგლისის "ქუინზ პარკ რეინჯერსში" გაანათხოვრეს. 2009 წლის ზამთარში კი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა ითხოვა მისი გუნდში დაბრუნება. ახალგაზრდა ფეხბურთელს იშვიათად ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება. საბოლოოდ ზაფხულში პარეხო "ხეტაფეში" გაუშვეს არენდით და გამოსწყიდვის უფლება დაიტოვეს.
კლას იან ჰუნტელაარი:
კიდევ ერთი იმედგაცრუება. ჰუნტელაარი "რეალში" დიდი გეგმებით გადმოვიდა, კლუბიც დიდ იმედებს ამყარებდა მასზე, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მადრიდელები დაუდევრად მოიქცნენ როცა ერთდროულად ლასანა და ჰუნტელაარი იყიდეს, რადგან "უეფას" წესდებით მათ შორის მხოლოდ ერთს მიეცემოდა "ჩემპიონთა ლიგაზე" თამაშის უფლება. მწვრთნელმა არჩევანი დიარაზე შეაჩერა, რამაც ჰუნტელაარზე ცუდად იმოქმედა. საბოლოოდ ისიც პერესის შავ სიაში მოხვდა და ზაფხულში "მილანში" გადავიდა.
რიკარდო კაკა:
პერესის პირველი მეგა ტრანსფერი და გალაკტიკოსი ორის 1 მეგავარსკვლავი. კაკა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მასზე მადრიდელები უდიდეს იმედებს ამყარებენ და ზიდანის ღირსეულ შემცვლელადაც მიიჩნევენ. ჯერ-ჯერობით კაკა კვლავ თავისი თამაშის ძიებაშია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია ის უკვე გუნდის განუყოფელი ნაწილია და იმედია სულ მალე ძველ კაკას ვიხილავთ.
კრიშტიანო რონალდო:
დონ ფლორენტინოს მეორე შენაძენი. ტრანსფერი რომელმაც ყველა დანარჩენი დაჩრდილა. "რეალმა" სარეკორდო თანხა 80 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა მასში. რონალდოს არ გასჭირვებია ახალ გუნდთან ადაბტირება და სულ მალე ყველა დაარწმუნა, რომ "რეალმა" მისი სახით დიდი ფეხბურთელი შეიძინა ის სრულებით ამართლებს მასში გადახდილ უზარმაზარ თანხას.
რაულ ალბიოლი:
პერესმა გადაწყვიტა გუნდში ესპანელების რიცხვი გაეზარდა, რაც რაულ ალბიოლის ყიდვით დაიწყო. "ვალენსიას" ყოფილი დაცვის ბურჯი ძალიან ადვილად შეეწყო "რეალს" და სულ მალე დაიმკვიდრა ადგილი "რეალის" ძირითად შემადგენლობაში. იმედია ალბიოლი უფრო მოუმატებს და მადრიდელთა დაცვას გაუვალს გახდის.
ქარიმ ბენზემა:
კიდევ ერთი მეგა ტრანსფერი. პერესი პირადად იყო ჩასული საფრანგეთში ბენზემასთან სახლში და ადვილად დაიყოლია "რეალში" თამაშზე.ახალგაზრდა ვარსკვლავმა კარგად გაიარა მოსამზადებელი პედრიოდი და რეგულარულად თამაშობდა. შემდეგ იყო პატარა ჩავარდნა ვეღარ ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში, საბედნიეროდ ფრანგს პელეგრინი კვლავ ენდობა. ბენზემა ყველა თამაშში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იმედია მისი რონალდოსთან შედარება უსაფუძვლო არაა და მალე ნამდვილ გოლების მანქანას ვიხილავთ მისი სახით.
ესტებან გრანერო:
ახალგაზრდა ესპანელი ხეტაფეში იყო განათხოვრებული. იქ მან თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა მიიღო სათამაშო პრაქტიკა. პერესს ბევრი არც უფიქრია გრანერო მშობლიურ კლუბში დააბრუნა. პირველივე თამაშში "პირატმა" დაამტკიცა, რომ მართლა დიდი ტალანტის პატრონია, სეზონის დასაწყისში რეგულარულად ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში, ბოლო ორი თვე პელეგრინი მას იშვიათად ენდობა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გუნდში არსებულ უდიდეს კონკურენციას ეს არაფერს არ ნიშნავს და გრანეროს კიდევ არაერთხელ მიეცემა თავისგამოჩენის შესაძლებლობა.
ეზეკილ გარაი:
კიდევ ერთი "რეალის" კუთვნილება, რომელიც განათხოვრებული იყო "რასინგში", მას ძალიან დიდი ტალანტი აქვს. ყველა თამაშში ამტკიცებს, რომ ღირსია გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. პეპეს ტრამვის შემდეგ გარაი გუნდისათვის ძალიან საჭირო ფეხბურთელი გახდა. სწორედ მან დაიკავა ძირითად შემადგენლობაში პეპეს ადგილი და თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებს.
არვალო არბელოა:
არბელოა ინგლისური "ლივერპულიდან" გადმოვიდა "რეალში. ვინც არ იცით გეტყვით, რომ ისიც რეალის კანტერის აღზრდილია. გუნდში გადმოსვლის თანავე დაიკავა ძირითად შემადგენლობაში ადგილი. ყველასათვის ნათელი იყო, რომ ის კონკურენციას ვერ გაუწევდა სერხიო რამოსს, ამიტომ პელეგრინიმ ის დაცვის მარცხენა ფლანგზე განამწესა. არბელოაც მასზე დაკისრებულ მოვალეობს ღირსეულად ართმევს თავს. იმედია სეზონის მეორე ნახევარში კიდევ უფრო მოუმატებს.
ხაბი ალონსო:
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე პერესის ერთ-ერთი ახირება, უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად "ლივერპულის" მხრიდან, პერესმა მაინც მოარგო ხაბის "რეალის" მაისური. ალონსომ ადაფტაციის პერიოდი სწრაფად გაიარა და გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გახდა. დღევანდელი რეალი მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია, სწორედ ის არის გუნდის ხერხემალი. ალონსო აკავშირებს დაცვას და თავდასხმას ერთმანეთთან. ლასანასთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შუა ხაზი შექმნა.
ალვარო ნეგრედო:
"რეალმა" ნეგრედო ზაფხულში "ალმერიიდან" დაიბრუნა. სადაც მან სრულად წარმოაჩინა თავი და მოკრძალებულ კლუბში 18 გოლის გატანა მოახერხა. ახალგაზრდა ესპანელიც მადრიდელთა კანტერის აღზრდილია. ნეგრედომ მოსამზადებელ პერიოდში კარგად წარმოაჩინა თავი. მაგრამ ის თავდასხმაში უდიდეს კონკურენციაას შეეწირა და სევილიაში გაიყიდა, მაგრამ "რეალმა" უფლება დაიტოვა ორი წლის განმავლობაში დაიბრუნოს თავდამსხმელი.
მანუელ პელეგრინი:
პერესმა მოსვლისთანავე პირველი რაც გააკეთა მანუელ პელეგრინის "რეალის" მწვრთნელად დანიშვნა იყო. ბევრი სკეფტიკურად შეხვდა ამ აზრს. ყველას ეგონა "რეალს" უფრო სახელოვანი და ტიტულოვანი მწვრთნელი ჩაიბარებდა. სეზონის სტარტზე პელეგრინს ყველა აკრიტიკებდა, ერთი პერიოდი მის წასვლასაც მოითხოვდნენ. დღეისათვის კი სიტუაცია დალაგდა, როგორც იქნა მწვრთნელმა მიაგნო თამაშის სტილს, გუნდმაც თავისი თამაშის ჩვენება დაიწყო. იმედია სეზონის მეორე ნახევარს მადრიდელები საუცხოოდ ჩაატარებენ და ორივე ტიტულს მოიპოვებენ.


2009 წელს გუნდი დატოვეს შემდეგმა ფეხბურთელებმა:ხავი გარსია(ბენფიკა), პარეხო(ხეტაფე), ჰუნტელაარი(მილანი) კოდინა(ხეტაფე), სალგადო(ბლექბერნი), კანავარო(იუვენტუსი), ფობერი(ვესტ ჰემი), ჰაინცე(მარსელი) სავიოლა(ბენფიკა), სნეიდერი(ინტერი), რობენი(ბაიერნი), მიგელ ტორესი(ხეტაფე).

  • Gio
  • 29 დეკემბერი 2009
  • 3 876
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)