პერესი: „სილვას ოცნება რეალობად იქცა“
სამეფო კლუბის ახალწვეულის პრეზენტაციაზე, „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, სიტყვით გამოვიდა.
„დღეს, ჩვენ, სადღესასწაულო განწყობით ვეგებებით „რეალის“ ახალწვეულ ლუკას სილვას, რომლის ოცნებაც რეალობად იქცა.ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, თუმცა თვითკმაყოფილების დრო არ არის, რამეთუ მიღწეული არასოდეს იქნება საკმარისი.ისტორიამ გვასწავლა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ აბსოლუტურად ყველაფრისათვის.მაგალითი უნდა ავიღოთ დი სტეფანოსა და ბერნაბეუსგან.ისინი მუდამ კლუბის გაძლიერებაზე ფიქრობდნენ, რაც თავისთავად, ნიჭიერი ფეხბურთელების მოყვანას გულისხმობს.თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ჩვენს წინაშეა, ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ბრაზილიიდან.
„ლუკას სილვა მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო ჩემპიონობა მის ქვეყანაში.ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალური მონდომებითა და თავგანწირვით დაიცვა კლუბის ფერები.შენ, სეზონის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში შემოგვიერთდი.“
„ჩვენი გულშემატკივრები ყველაზე მომთხოვნები არიან მსოფლიოში, თუმცა ამასთანავე, ბადალი არ ჰყავთ მხარდაჭერაში.სწორედ ქომაგებისა და ფეხბურთელების ჰარმონიული ურთიერთობის წყალობით ვაღწევთ წარმატებას.„რეალის“ მაისურის მორგება არის პატივი და დიდი პასუხისმგებლობა.“
„„ლა დესიმამ“ თავდაჯერებულობა შეგვმატა, თუმცა ეს უკვე წარსულია.ჩვენ უკვე ჩემპიონთა ლიგის მეთერთმეტე თასისთვის ვიბრძვით!“
MARCA
- 26 იანვარი 2015
- 2 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.