„რეალმა“ ლუკას სილვა წარადგინა
მადრიდის „რეალმა“ კლუბის ახალწვეული, ლუკას სილვა წარადგინა.
ტრადიციისამებრ, ახალი ფეხბურთელის პრეზენტაცია „სანტიაგო ბერნაბეუს“ საპრეზიდენტო დარბაზში შედგა.ფლორენტინო პერესმა საკუთარი გამოსვლის შემდეგ, 16 ნომრიანი მაისური გადასცა სამხრეთ ამერიკელ ნახევარმცველს, რომელიც 5.5 წლის განმავლობაში დაიცავს „რეალის“ ღირსებას.
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ჩემი ოცნება ასრულდა.მადლობს ვუხდი ღმერთს, „რეალისა“ და „კრუზეიროს“ პრეზიდენტებსა და იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღეს ტრანსფერის გაჩარხვაში.მინდა, რომ ჩემი პროგრესი გაგრძელდეს და რაც მთავარია, მაქსიმალური დახმარება გავუწიო გუნდს.სწრაფად განვითარდა მოვლენები, თუმცა მზად ვარ გამოწვევისათვის.მახსოვს, რამდენიმე წლის უკან, მამასთან და ძმას ერთად ვსტუმრობდი „სანტიაგო ბერნაბეუს.“მაშინ, მამამ „თეთრი“ მაისური მაჩუქა.ბავშვობიდან ძალიან მომწონდა „რეალი.“ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება ყველას მიმართ“ - დასძინა ლუკას სილვამ
- 26 იანვარი 2015
- 2 194
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.