რას გულისხმობს მე-19 მუხლი?

როგორც მოგეხსენაბთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიფა "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს და სურს შეამოწმოს, თუ რამდენად ასრულებენ "თეთრები" რეგულაციების მე-19 მუხლს, რომელიც 18 წლამდე ფეხბურთელების უფლებებს იცავს.

1. ფეხბურთელების საერთაშორისო ტრანსფერი დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი 18 წლის გახდება, გარდა ქვემოთ მოცემული სამი შემთხვევისა:

a) არასაფეხბურთო მიზეზების გამო, თუ ფეხბურთელის მშობლებმა შეიცვალეს საცხოვრებელი ქვეყანა და ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, სადაც კლუბი გამოდის.

b) თუ ტრანსფერი ხდება ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებში და ფეხბურთელი 16-18 წლისაა. ამ დროს ახალი კლუბი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

I. იზრუნოს შეძენილი ფეხბურთელის სკოლაში სიარულზე და ვარჯიშზე

II. იყოს გარანტი, რომ ფეხბურთელს ექნება შესაბამისი აკადემიური მომზადება, განათლება და ვარჯიში მისი მოგზაურობის დროს, რომელიც გულისხმობს , რომ მას შეუძლია აირჩიოს სხვა კარიერა ფეხბურთის გარდა.

III. იღონოს ყველაფერი იმისთის, რომ ფეხბურთელს ქონდეს სრულყოფილი პირობები საცხოვრებლად , როგორც ოჯახში, ასევე კლუბის გარემოცვაში.

c) ფეხბურთელის საცხოვრებელსა და კლუბს შორის, რომელშიც მას უწევს ტრანსფერის შემდეგ თამაში მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 100 კმ-ს. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელმა უნდა იცხოვროს საკუთარ ოჯახში და კლუბმა უნდა უზრუნველყოს მისი შესაბამისი ტრანსპორტირება.

წყარო: AS

  • J.Z.
  • 26 იანვარი 2015
  • 2 499
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (35)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)