ლუკას სილვა: „მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის“

სამეფო კლუბის ახალწვეულმა ლუკას სილვამ, Marca-ს კითხვებს უპასუხა.

- გილოცავთ „რეალის“ გადასვლას!
- დიდი მადლობა.გახარებული ვარ, რამეთუ ოცნება რეალობაც იქცა.

- რატომ მაინცდამაინც „რეალი?“
- ვფიქრობ, უწინარეს ყოვლისა, კლუბის საჭიროებიდან გამომდინარე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.ადრე ვამბობდი, რომ ცოტა ხანი კიდევ დავრჩებოდი ბრაზილიაში, თუმცა ყველაფერი სწრაფად შეიცვალა.გახარებული ვარ ჩემი არჩევანით და მოუთმენლად ველოდები მადრიდში გაფრენას.

- მზად ხართ სათამაშოდ?
- დიახ, რა თქმა უნდა.ამ მომენტისათვის „კრუზეიროსთან“ ერთად პრე-სეზონს გავდიოდი, მაგრამ დიდებულ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები.ვგონებ, 2 ვარჯიშის შემდეგ, მწვრთვნელის სრულ განკარგულებაში ვიქნები.თავდაუზოგავად ვიმუშავებ და შემდედ სამწვრთვნელო შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებას.

- მზად ხართ გამოწვევებისათვის?
- ცხადია.ვიცი, რომ „რეალში“ დიდი კონკურენცია დამხვდება, თუმცა მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისათვის.

- უკვე ესაუბრეთ ანჩელოტის?
- ჯერ არ მქონია ანჩელოტისთან საუბრის შანსი.განვლილი დღეების განმავლობაში, კლუბის სხვა წარმომადგენლებთან შედგა კომუნიკაცია.მათ იციან ჩემი შესაძლებლობების შესახებ, რამეთუ ხშირად ესწრებოდნენ „კრუზეიროს“ პაექრობებს.

- რა ნომრიან მაისურს მოირგებთ?
- ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ძალიან მომწონს 16 ნომერი.რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (35)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)