”ოსასუნაში” ტრავმების ეპიდემიაა
როგორც მოგეხსენებათ, სამეფო გუნდის მომდევნო მეტოქე ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ”ოსასუნა” გახლავთ.ამ სტატიით ვეცდები პამპლონურ გუნდში არსებულ სიტუაციაზე მოგახსენოთ.
თავის მხრივ, ”ოსასუნამაც” ამოწურა საშობაო არდადეგები და მუშაობას შეუდგა.კამაჩოს მიერ დამოძღვრილ გუნდში არა ერთი საკადრო პრობლემა სუფევს.მადრიდელთა მოწინააღმმდეგის სასიხარულოდ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გუნდში დაბრუნდა ვალტერ პანდიანი.ამ უკანასკნელმა ბოლო 4 შეზვედრა თამაშგარეში გაატარა.ამის მიზეზი კი გახლდათ ტრავმა.ჟურნალისტების თქმით ურუგვაელი მეგოლე ბოლო ვარჯიშზე ძირითად გუნდთან ერთად ”სპარინგობდა.”სავარაუდოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პამპლონელთა მეორე თავდასხმელის, არანდას, ასპარეზობაც, რამეთუ მოთამაშე ჯერჯერობით ინდივიდუალური სავარჯიშოებით არის დაკავებული და კვირამდე რამდენად შეძლებს მწყობრში ჩადგომას, რთული სათქმელია.
ლაზარეთში იმყოფება ”ოსასუნელთა” მესამე ნომერი, ნაჩო ერასო მონრეალი.ფეხბურთელი 10 ნოემბრის შემდეგ ბურთს არ გაკარებია.ნაჩოს თამაში ”რეალის” წინააღმდეგ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ტრავმის მოშუშების პროცესი კვირამდე.ისიც არანდესის მსგავსად ”მარტოობაში” იყო სესიის დროს.კამაჩოს საფიქრალი მოუძალა კიდევ ერთმა მცველმა, სერხიომ 32 წლის ასტურიელი საშობაო არდადეგებიდან ტრავმირებული დაბრუნდა და მისი თამაშიც საეჭვოა.
ესპანელი თავკაცისათვის კარგი ამბავია ფრანგი, დელპორტეს დაბრუნება.სავარაუდოდ, მეტოქის განაცხადში ვიხილავთ პორტილიოსაც.ყოფილ მადრიდელს დაზინება ჰქონდა მიღებული.
- 29 დეკემბერი 2009
- 3 094
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.