ლუკას სილვა - მადრიდის "რეალის" ახალი ფეხბურთელი! (ბიოგრაფია)
ლუკას სილვა მადრიდის "რეალის" ახალწვეულია.
ლუკას სილვა დაიბადა 1993 წლის 16 თებერვალს, ბრაზილიაში. 21 წლის ფეხბურთელი "კრუზეიროსთან" ერთად გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის გამარჯვებული. მან მიიღო ვერცხლის ჯილდო და გახდა თავისი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი (აგრეთვე მოხვდა წლის სიმბოლურ თერთმეტეულში).
სილვა მადრიდის "რეალის" ახალი ფეხბურთელია. იგი გამოირჩევა ბურთის იდეალური კონტროლით, დიდებული გრძელი გადაცემებით და შესანიშნავი დარტყმით. მას ეხერხება დაცვითი ფუნქციების შესრულებაც. ერთი სიტყვით, ლუკასი უნიჭიერესია და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა სამეფო კლუბის რადარზეც.
ახალგაზრდა ტალანტი "კრუზეიროს" შემადგენლობაში 2007 წელს ჩაირიცხა, ხოლო 2012 წელს იგი იჯარის წესით "ნასიონალში" გადავიდა, რის შემდეგაც თავისი კლუბის პირველი გუნდის მოთამაშე გახდა.
სილვა ბრაზილიის 21 წლამდელთა გუნდის წევრიც არის. "კრუზეიროსთან" ერთად ბრაზილიის ჩემპიონათში მიღწეული წარმატების შემდეგ, მას მიეცა შანსი სახელი გაითქვას ევროპაშიც და გახდეს ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული.
კარიერა:
"კრუზეირო" (2007-11)
"ნასიონალი" (2012)
"კრუზეირო" (2012-15)
მადრიდის "რეალი" (2015- )
მიღწევები
2 ბრაზილიის ლიგა (2013 და 2014 წლებში)
Realmadrid.com
- 24 იანვარი 2015
- 2 735
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.