ანჩელოტი: „ისკო გადაღლილია და დაისვენებს“
„კორდობასთან“ მატჩამდე, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
ოდეგაარდის მოსვლა:
"ოდეგაარდი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გვინდოდა. მას აქვს ნიჭი და გვჯერა, რომ ჩვენთან ერთად ის უდიდეს მომავალს შექმნის. ის ამ გუნდის მომავლის სახეა. ეს მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ფეხბურთელისთვის, როგორიც ოდეგაარდია. ჯერ ზიდანს დაველაპარაკები და მერე გადავწყვეტთ, როგორ ვიმუშავებთ მასზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მოხარულნი ვართ მისი მოსვლით. რაც შეეხება ლუკას სილვას, არ მსურს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩვენს რიგებში არ ირიცხებიან."
სიტუაცია ილარას ირგვლივ
"სიახლე არ არის. დროის უქონლობა არ ნიშნავს იმას, რომ მისი არ გვჯერა. ხვალ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გამოვა. როტაცია არ გვესაჭიროება, ვინაიდან დასვენებისთვის ერთი კვირა გვქონდა. ისკო არ გვეყოლება, რამეთუ გადაღლილია. ილარამენდი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გუნდის მოტივაციისთვის, ჩემი აზრით, სხვადასხვა ვარიანტი უნდა გქონდეს და ილარამენდი ერთ-ერთი მათგანია."
რამოსი გაბრაზებულია კრიტიკის გამო
"არამგონია რამოსი გაბრაზებული იყოს. მის თამაშს ეს არ ეტყობა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იბრძვის და მასთან შენიშვნა არ მაქვს."
ნდობა სათამაშო დროზე არ არის დამოკიდებული
"თუ თქვენ ფეხბურთელისადმი ნდობას აფასებთ სათამაშო დროით, გამოდის მე მხოლოდ 11 ფეხბურთელს ვენდობი. მაშინ რა საჭიროა გუნდი."
კმაყოფილი ფეხბურთელების გარჯით
"კარგი წინათგრძნობა გვაქვს. სერიოზული და პროფესიონალური გუნდი მყავს. ფოკუსირებულნი ვართ თამაშზე. "
კრიშტიანოს ფორმა
"კრიშტიანო მუდამ მობილიზებულია. ფიზიკურად და მენტალურად მუდამ ოპტიმალურ მდგომარეობაშია. მჯერა, ის საუკეთესო თამაშებს აჩვენებს."
ერთი კვირა თამაშისთვის მოსამზადებლად
"ბევრი არ დაგვიკარგავს. ფიზიკურად უკეთესად მოვემზადებით. ცოტა უცნაურია , როცა ერთი კვირა გვაქვს მოსამზადებლად. ამას არ ვარ მიჩვეული, ვინაიდან წინათ სულ კვირაში ორი თამაშის ჩატარება გვიწევდა."
მოდრიჩის დაბრუნება
"ის მალე დაიწყებს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს და იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგისთის მზად იქნება."
კრიშტიანოს სავარჯიშო დრო
"კრიშტიანო საათობით ვარჯიშობს , ჯერ მოედანზე, მერე დარბაზში ცივ და ცხელ წყალში. მგონი სახლშიც ვარჯიშითაა დაკავებული. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის მონდომება."
კროოსი
"კროოსი მცველების წინ თამაშობს. მას აქვს მოედნის ხედვა და საკმაოდ სწრაფია. ის ორგანიზებას უწევს და აბალანსებს გუნდს. საოცარია, მაგრამ მუდამ კარგად თამაშობს."
ისკოს შემცვლელი
"ხვალ ან ხედირა გამოვა ან ილარამენდი"
ოდეგაარდი
"არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ სად ითამაშებს ოდეგაარდი. ის ჯერ ახალგაზრდაა, ნიჭიერია, ასე რომ მშვიდად უნდა ვიყოთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ კარგად ითამაშებს, მაგრამ არაა ადვილი ამის გაკეთება 16 წლის ასაკში."
რამოსის ყოლა
"სერხიო განსაკუთრებულია ამ გუნდისთვის. ყველამ, ისევე როგორც მან, კარგად იცის, რომ სერხიომ უნდა დაიცვას ეს მაისური ისე, როგორც კასილასმა და კრიშტიანომ."
პრობლემები მოურინიოსთან
"ვიცი მოურინიოს მეთოდები. ვფიქრობ ის ჩემსავით მუშაობს. მასთან დაკავშირებით რაც მოხდა, დავიწყებას მიეცა."
მენდეშის სიტყვები
"ვეთანხმები მენდეშს. ძნელია თქვა, როდის დაასრულებს ფეხბურთელი კარიერას, მაგრამ ყველაფერი მის მიერ გაწეულ სამუშაოზე და თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული."
ოდეგაარდის მომავლის დაგეგმვა
"ოდეგაარდი ჩვენთან ივარჯიშებს და "კასტილიაში" ითამაშებს. როცა მზად იქნება პირველ გუნდში სათამაშოდ , ითამაშებს. მგონი წელს მას ამის შანსი ექნება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ."
- 23 იანვარი 2015
- 4 417
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.