ოდეგარის დებიუტი გადაიდო
ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებით, „რეალ მადრიდ კასტილიას“ მომავალ დაპირისპირებაში, მარტინ ოდეგარი მონაწილეობას არ მიიღებს.
„რეალის“ ნორვეგიელ ახალწვეულს, რომელმაც გუშინ გააფორმა კონტრაქტი, ახალი კლუბისა და ქალაქის გასაცნობად რამდენიმე დღე გამოუყვეს და მხოლოდ ამის შემდეგ განაახლებს ვარჯიშს.
„კორდრობასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ანჩელოტიმ შემდეგნაირად შეაფასა ოდეგარი: „ჩვენ ძალიან მოგვწონს მარტინი და ვიცით, რომ დიდი მომავალი ექნება „ბლანკოსის“ რიგებში.მან „რეალი“ აირჩია და ამით კმაყოფილნი ვართ.ის პირველ გუნდში ივარჯიშებს, ხოლო „კასტილიასთან“ ერთად ითამაშებს.“
AS
- 23 იანვარი 2015
- 2 292
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.