მასტური - „რეალის“ შემდეგი გაჩერება
ოდეგაარის და ლუკას სილვას შემდეგ, "მადრიდის რეალმა" მორიგი ტალანტის შეძენა გადაწყვიტა.
"მადრდის რეალის" სელექციონერების მორიგი სამიზნე "მილანის" ახალგაზრდა ფეხბურთელი მასტურ ჰაშიმია. წარმოშობით მაროკოელი იტალიელი, ამჟამად 16 წლისაა და "მილანის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მიმდინარე სეზონში ფილიპო ინძაგიმ ის ხუთჯერ გამოიძახა, მაგრამ ჯერჯერობით მისი დებიუტი "როსორენის" მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში არ შემდგარა.
მასტურიმ მონაწილეობა მიიღო ბერლუსკონის თასის 2014 წლის გათამაშებაში, რომელიც „სან სროზე“ 5 ნოემბერს გაიმართა.
წინა წელს მისი გადმობირება "ბარსელონამ" სცადა, მაგრამ ადრიანო გალიანიმ მაშინვე დაბლოკა კატალონიელთა შემოთავაზება.
წყარო: MARCA.com
- 23 იანვარი 2015
- 4 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.