სილვას ტრანსფერი 14 მლნ. დაჯდა
როგორც იცით, სამეფო კლუბს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ლუკა სილვას ტრანსფერის თაობაზე, თუმცა „კრუზეიროს“ წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს ფეხბურთელის გაყიდვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელებს 14 მილიონი ევრო დაუჯდათ ბრაზილიელი შუახაზელის გამადრიდელება.გამომდინარე იქედან, რომ მოთამაშის უფლებებს რამდენიმე კომპანია ფლობს, „კრუზეირო“ მხოლოდ თანხის 30 პროცენტს მიიღებს, ხოლო დანარჩენი, ტელეკომპანია Supermercados BN, ფონდ Futinvest, ბანკ BMG, ს.კ. „აგრემიასაო ექსპორტივასა“ და ფეხბურთელს შორის გადანაწილდება.
სავარაუდოდ, ლუკას სილვა 6.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს „რეალთან.“
MARCA
- 23 იანვარი 2015
- 3 303
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.