ხამესს თავის „გაყვითლება“ მოუწევს
კოლუმბიელს ნახევარმცველს უკვე აპრობირებული მეთოდის გამოყენება მოუწევს.
საქმე იმაშია, რომ პრიმერა დივიზიონის 19 ტურის თავზე, როდრიგესი 4 ყვითელ მოითვლის და უმჯობესია, „კორდობასთან“ გამოსტყუოს მსაჯს კიდევ ერთი ბარათი და „სოსიედადთან“ იუქმეს, ვიდრე მომდევნო მატჩებში რისკის ქვეშ იასპარეზოს.
მოგეხსენებათ, სანსებასტიანელების შემდეგ, მადრიდელები „სევილიას“ მიიღებენ „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ხოლო რამდენიმე დღეში, „ვისენტე კალდერონზე“ მოუწევთ ასპარეზობა.აქედან გამომდინარე, ანჩელოტისთვის ზედმეტი თავსატეხი რომ არ წარმოიშვას, ხამესმა ხვალინდელი დაპირისპირება გაფრთხილებით უნდა დაასრულოს.
AS
- 23 იანვარი 2015
- 5 787
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.