ოდეგარი: „აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში“
„სანტიაგო ბერნაბეუს“ საპრესკონფერენცია დარბაზში, ემილიო ბუტრაგენიომ, კლუბის ახალწვეული მარტინ ოდეგარი წარადგინა, რომელმაც „რეალის“ ფეხბურთელის რანგში, პირველად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.
„წარმოდგენილი ვარიანტებიდან, ჩემთვის საუკეთესო იყო მადრიდის „რეალი.“ მჯერა, რომ აქაურო გარემო, პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში შემიწყობს ხელს.კლუბს საუკეთესო შესაძლებლობები აქვს.“
„უკვე მქონდა ახლო ურთიერთობა ფეხბურთელებთან, ისინი არაჩვეულებრივები არიან.რაც მათ მითხრეს ხუმრობით, ჩვენ შორის დარჩება.“
„ჩემი მიზანია, რომ საუკეთესო მოთამაშე გავხდე და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, პირველ გუნდში ვიასპარეზებ, თუ მეორეში.“
„მადრიდში ძალიან კარგად მიმიღეს.თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.“
„ვფიქრობ, ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ განვითარებულ მოვლენებს.ჩემი ოცნება ასრულდა.ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოხვედრა.“
„ძალიან მიყვარს ბურთი და ერთი შეხებით თამაში.“
„ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ვარჯიშს.“
„ზეწოლას არ ვგრძნობ, მაგრამ რა თქმა უნდა, ესპანეთში თამაში გაცილებით რთულია, ვიდრე ნორვეგიაში.“
„მცირე ტრავმა მაწუხებდა, თუმცა უკვე კომფორტულად ვგრძნობ თავს.“
„კასტილიელებთანაც მომიწევს ვარჯიში და პირველი გუნდთანაც.მოხარული ვიქნები თუ, ერთ მშვენიერ დღეს, ანჩელოტი გამომიძახებს.„რეალის“ სარეზერვო გუნდს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წვრთვნის.ეს უპირატესობაა.“
„კრიშტიანუ უფრო მომწოს, ვიდრე მესი.“
„რონალდუ საუკეთესოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყეს ბეილი, ისკო და სხვანი.“
AS
- 22 იანვარი 2015
- 4 000
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.