„ბარსელონას“ წარუმატებელი მცდელობა
როგორც იცით, 16 წლის უნიჭიერესი ნახევარმცველის შესაძლებლობებით, არა ერთი ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მათ შორის „ბარსელონაც.“
საინტერესო და აღსანიშნავია, რომ კატალონიელები ბოლომდე იბრძოდნენ ედეგორისთვის, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.ნორვეგიული პრესის ინფორმაციით, „კულეები“ გამუდმებით უკავშირდებოდნენ „სტრომსგოდსეტის“ ხელმძღვანელობას და მოთამაშისთვის აზრის შეცვლას თხოვნდნენ.
„ფიფას“ მიერ დაწესებული სატრანსფერო შეზღუდვებიდან გამომდინარე, „ბარსელონას“ სურვილი იყო, რომ მარტინს აწ უკვე ყოფილ კლუბში გაეგრძელებინა კარიერა და მხოლოდ 1 წლის შემდეგ გადასულიყო ესპანეთში.
მიუხედავად ბევრი მცდელობისა, „რეალის“ მთავარი მეტოქე ვერაფერს გახდა.ფლორენტინო პერესის წყალობით, ედეგორი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ჩაირიცხა.
MARCA
- 22 იანვარი 2015
- 4 153
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.