ლუკას სილვას ერთი ნაბიჯი მადრიდამდე
კლუბსა და "კრუზეიროს" შორის შეთანხმება მიღწეულია...
ლუკას სილვას-ყველაზე იმედისმომცემი ბრაზილიელ ნახევარმცველს მადრიდის "რეალისგან" ერთი ნაბიჯი აშორებს. "სამეფო კლუბსა" და "კრუზეიროს" შორის გუშინ შეთანხმება იქნა მიღწეული, ხოლო ახლა ბოლო დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
ლუკასი მომდევნო ექვსი სეზონის მანძილზე დაიცავს "თეთრების" ღირსებას , ხოლო მისი პრეზენტაცია "სანტიაგო ბერნაბეუზე" მომდევნო კვირას შედგება.
ლუკასის მამამ გუშინ კვლავ დაადასტურა, რომ "რეალმა" განაახლა მოლაპარაკებები ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, "კრუზეირო" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მლნ. ევროს ითხოვდა, ხოლო "მადრიდის რეალი" კი სთავაზობდა 10 მლნ.+ 2 მლნ.-ს
მხარეები გუშინ საბოლოოდ შეთანხმდნენ ყველაფერზე და ეხლა დეტალების დაზუსტება ხდება.
წყარო: MARCA.com
- 22 იანვარი 2015
- 3 148
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.