"მადრიდის რეალი" 2020
მომავლის "მადრიდის რეალი" ადვილი მოსალოდნელია, რომ ბევრად სახეცვლილი არ იყოს.
კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ბოლო წლების მანძილზე საფრძნობლად შეიცვალა. 2020-21 წლების სეზონისთვის კლუბში იქნებიან ისკო, კარვახალი, ბეილი, კროოსი, ხამესი და ვარანე. აღნიშნული ფეხბურთელები დღესაც კლუბის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ.
საშუალო ასაკი 20 წელი
"მადრიდის რეალმა" ბოლო ექვსი შენაძენიდან ისეთი ფეხბურთელები იყიდა, რომელთა საშუალო ასაკი ოცი წელია. კლუბი ერთ ფილოსოფიას ეყრდნობა-ახალგაზრდა , მაგრამ ძალზედ ნაყოფიერი. ხამესი, კროოსი, ოდეგაარდი, ასენსიო ბოლო შენაძენია. კეილორის ასაკს თუ არ გავითვალისწინებთ, სხვა ფეხბურთელების ასაკი 20 წლამდეა. ასევე ისმის როისის, დე ხეას შესაძლო შეძენის შესახებ ხმები. ეს ფეხბურთელები ჯდებიან კლუბის ბოლოდროინდელ გემოვნებაში.
"ოქროს თაობა"
წინა წლიდან მოყოლებული "მადრიდის რეალი" დიდძალ ენერგიას ხარჯავს ახალგაზრდა ფეხბურთელების მოზიდვაში. როცა ესპანეთის ახალგაზრდულმა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო, კლუბში მოვიდნენ ილარა და ისკო, ასევე დაბრუნდა კარვახალი, პირველ გუნდში გადმოიყვანეს ხესე, მორატა და ნაჩო.
მოუ და ზიდანი, მნიშვნელოვანი ფიგურა ამ პროექტში.
მოურინიო იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ახალგაზრდების გადმობირება და მათთვის სათამაშო დროის მიცემა. მისი იდეა იყო მომავლის "მადრიდის რეალის" შენება და მან ამას წარმატებით ჩაუყარა საფუძველი. მოვიდნენ დი მარია, იოზილი, ხედირა , კანალესი, ვარანი, შაჰინი, კალეხონი, კოენტრაუ... ყველა ეს ფეხბურთელი 24 წლამდე ასაკის იყო და ბევრმა მათგანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კლუბის გაძლიერებაში. მხოლოდ მოდრიჩმა, ალტინტოპმა და კარვალიომ დაარღვის იმ დრო სტრადიციები. პირველი ორი წლის მანძილზე მოუს დროს კლუბის საშუალო ასაკი შეადგენდა 23 წელს. მის პირველ სეზონში "მადრიდის რეალი" ყველაზე ახალგაზრდა გუნდი იყო ჩემპიონთა ლიგაზე.
ზიდანს ასევე აქვს თავისი განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. სწორედ ის იყო, ვინც კლუბი დაარწმუნა ვარანის გადმობირებაში, ასევე მან შეუწყო ხელი ხესეს პირველ კლუბში დაწინაურებას და მანვე გაუფანტა ყოველგვარი ეჭვი კლუბის დირექტორებს, რომლებიც ისკოში დიდი თანხის გადახდას არ აპირებდნენ.
კარგი ფსონი
ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ფსონის დადების პოლიტიკა არამარტო სპორტული თვალსაზრისითაა კარგი, არამედ ეკონომიკურითაც. კლუბს შეუძლია უფლება მისცეს თავის თავს ამოიღოს ის დანახარჯი , რომელიც გაწუელ იქნა და ასევე თუ საჭიროება დადგა, გაყიდონ ფეხბურთელები კარგ ფასად. სწორედ ეს მოხდა იოზილის და დი მარიას შემთხვევაში. "მადრიდის რეალმა" მათგან არამარტო ორი დიდებული და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოიყვანა, არამედ შეძლო მათი დახმარებით ორი ისტორიული ტრანსფერის განხორციელება.
წყარო: MARCA.com
- 22 იანვარი 2015
- 4 965
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.