მალდინი:"კარლო ანჩელოტის სულ მალე ვარსკვლავი შეუერთდება"
ლეგენდარული იტალიელი მცველის, პაოლო მალდინის განცხადებით, ფლორენტინო პერესმა მარტინ ედეგორის სახით ამომავალი ვარსკვლავი იყიდა, რომელიც სულ მალე ჩადგება მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის სამსახურში...
"სამეფო კლუბმა ბრწყინვალე ტრანსფერი გაჩარხა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "რეალის" ვარსკვლავურ გუნდს კიდევ ერთი პროფესიონალი დაემატება, რომელიც საკუთარ თავს ისტორიაში ჩაწერს."
"ედეგორი ძალიან ჰგავს დავიდ სილვას, რომელსაც მარცხენა ფეხით თამაში უყვარს. ესპანელი ნახევარმცველი ხშირად სიღმიდან თამაშობს, ანალოგიურის თქმა შეიძლება ნორვეგიელ ნიჭიერ ახალგაზრდაზე."
"დარწმუნებული ვარ, ზინედინ ზიდანი მარტინისგან უმაღლესი კლასის ფეხბურთელს დააყენებს, რომელიც მაქსიმუმ 1 წელიწადში "ბლანკოსის" მთავარი გუნდის ღირსების დამცველი იქნება."
- 22 იანვარი 2015
- 3 923
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.