კაკა:"ლა ლიგაში "რეალის" და "ბარსას" დომინირება დასრულებულია"
რიკარდო კაკას განცხადებით, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" ესპანეთის ჩემპიონატში სამეფო კლუბისა და "ბლაუგრანას" ჰეგემონიას წერტილი დაუსვა...
"ლა ლიგა ყოველთვის საინტერესო ტურნირი იყო, მაგრამ ბოლო წლებში "ბარსელონას" და "რეალის" ჰეგემონია მოსაწყენიც კი გახდა. დიეგო სიმეონემ შეძლო და პრიმერა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახადა."
"მადრიდს ორი დიდი კლუბი ჰყავს "როხიბლანკოსა" და "ბლანკოსის" სახით."
"არ დამავიწყდება შარშანდელი ფინალი, რომელშიც ერთმანეთს სწორედ დედაქალაქური კლუბები დაუპირისპირდნენ. მაშინ კარლოს გაუმართლა და 93-ე წუთზე მისმა გუნდმა გოლი გაიტანა. "ბლანკოსმა" ჩემპიონობა ნამდვილად დაიმსახურა, რადგან თუნდაც ნახევარფინალში უმძიმესი მეტოქე, მიუნხენის "ბაიერნი" გააცალმტვერა."
"დიეგოს გუნდი არაპროგნოზირებია. შარშან "რეალმა" არგენტინელის დამოძღვრილებს სამეფო თასზე ორივე პაექრობაში სძლია, წელს კი "ლა კოპაზე" "როხიბლანკომ" იმარჯვა, ახლა კი ლუის ენრიკეს გუნდთან გაარკვევ უძლიერესის ვინაობას."
"ესპანეთის ჩემპიონის დასახელება? ურთულესი საქმეა. თასისთვის სამი უძლიერესი კლუბი იბრძვის."
"ნაკრებში დიდი სიამოვნებით დავბრუნდები, ეროვნული გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ისევე როგორც ყველა ბრაზილიელისთვის. დიდი იმედი მაქვს "კოპა ამერიკაზე" ღირსეულად ვიასპარეზებ."
- 21 იანვარი 2015
- 4 081
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.