მადრიდის "რეალის" ამომავალი ვარსკვლავი
კარლო ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესში აღმოაჩინა ნიჭი, რომლის მეშვეობითაც კოლუმბიელი ფეხბურთელი ნახევარდაცვიც ცენტრალური რგოლის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
როდრიგესი მოედნის შუაგულში გუნდს როგორც შეტევების წამოწყებაში, ასევე მეტოქის იერიშების მოგერიებაში ეხმარება. იგი შეუდარებელი დაცვაში თამაშის დროს. მიმდინარე სეზონში ხამესმა 75 ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევა.
კოლუმბიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და იგი ყოველთვის ძირითადი შემადგენლობიდან იწყებდა თამაშს. დაცვაში შესანიშნავ თამაშთან ერთად მან გამოავლინა უდიდესი ნიჭი შეტევების განვითარებაში, რაც მის საგოლე გადაცემების რაოდენობაზეც აისახება (7 ასისტი).
ტონი კროოსის შემდეგ ხამესი საუკეთესო ნახევარმცველია მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში. მან უკვე შეძლო 800 გადაცემის შესრულება, საიდანაც 89% ზუსტი აღმოჩნდა. ამის ნათელი მაგალითი იყო მატჩი "ხეტაფეს" წინააღმდეგ.
Marca.com
- 19 იანვარი 2015
- 3 556
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.