ბეილი არც ისეთი პარაზიტია
„ვალენსიასთან“ თამაშის შემდეგ, გულშემატკივართა უმრავლესობა ბეილის კრიტიკით გაერთო.
როგორც იცით, „მესტალიაზე“ გამართული პაექრობის ერთ-ერთ ეპიზოდში, უელსელმა უკეთეს პოზიციაზე მდგარ კრიშტიანუ რონალდუს პასი არ გადააწოდა და თავად სცადა გოლის გატანა (უშედეგოდ), რასაც ჟურნალისტებისა და ქომაგების აჟიოტაჟი მოჰყვა.
სტატისტიკით ირკვევა, რომ გარეთი არც ისეთი პარაზიტია, როგორც ფეხბურთის მოყვარულებმა შერაცხეს.„რეალში“ გადმოსვლის დღიდან, ბრიტანელმა შემტევმა 14 შედეგიანი გადაცემა გადააწოდა რონალდუს, ხოლო მისგან მხოლოდ 3 მიიღო.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, პორტუგალიელმა 3 ქულა მიანიჭა ბეილს.ეს კი, მათ შორის დიდებულ ურთიერთობაზე მეტყველებს.
AS
- 18 იანვარი 2015
- 4 334
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.