ანჩელოტი: „როტაცია აუცილებელი არაა“
„რეალის“ იტალიელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, „ხეტაფესთან“ მატჩამდე ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა.
„ჩვენ ისევ დიდი ენტუზიაზმით ვითამაშებთ, როგორც აქამდე. „ხეტაფე“ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. მათ შეძლეს და „ბარსელონას“ ქულები დააკარგვინეს. რთული მატჩი გველის.“
„კრიტიკა მართებულია, შეცდომებისთვის დავისაჯეთ და თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ. გასულ წელს მოვახერხეთ აღნიშნული ტიტულის დაბევება, თუმცა წელს ამას ვეღარ შევძლებთ, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარია წინ ვუყუროთ და ის რაც „ატლეტიკოსთან“ მოხდა აღარ განმეორდეს. გუნდი ორი დიდი ტიტულისათვის ბრძოლას აგრძელებს. წინ გვაქვს თვე, რომელიც დაგვეხმარება პრიმერაში ლიდერობა გავიმაგროთ და სათანადოდ მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგისათვის“
„რა თქმა უნდა, პრეზიდენდენტიც და კლუბის ყველა ფეხბურთელი დამწუხრებულია, რომ 1/4 ფინალში გასვლა ვერ შევძელით. კიდევ გავიმეორებ, რომ ახლა მთავარია სრული მობილიზება ჩემპიონატსა და ევრო ტურნირზე მოვახერხოთ.“
„როტაცი აუცილებლობას არ მოითხოვს. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოგვაკლდა, თუმცა გუნდი მაინც ინარჩუნებს თავის კონდიციებს. გუნდი მუშაობს და დაისვენების საჭიროების დროს, მაგრამ მე დაღლილ გუნდს ვერ ვხედავ.“
„კრიშტიანუმ და კროოსმა მიმდინარე სეზონში უფრო მეტი დრო გაატარა მწვანე მინდორზე, ვიდრე სხვებმა, რადგანაც პორტუგალიელი და გერმანელი ძალიან მნიშნვნელოვანი მოთამაშეები არიან გუნდისათვის. მე ვფიქრობ, რომ ისინი არ დაღლილან და არანაირ პრობლემებას არ განიცდიან. საჭიროების შემთხვევაში, ისინი დაისვენებენ.“
"მე ჩიჩარიტო იმიტომ შევიძინე, რომ სეზონის სტარტზე შეტევის ხაზს პრობლემები ჰქონდა. ახლა კი გუნდში არიან ხესე, ბენზემა, ბეილი და რონალდო. ისინი ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას უწევენ, რის გამოც ერნანდესი ხშირად ვერ ახერხებს მინდორზე გამოჩენას."
"მაქსიმალურად ვეცდები გუნდი კვლავ დავაყენო ფეხზე. კოპა დელ რეის გამოვეთიშეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სეზონი წარუმატებლად ჩაივლის. კეილორ ნავასი კიდევ ჩაატარებს მატჩებს და საუკეთესო ფორმაში შევა."
"ახალი წლის პირველი თვე მძიმედ დაიწყო ჩვენთვის და შეცდომებს ვაღიარებთ. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გულშემატკივრების განწყობა გამოვაკეთოთ."
AS
- 17 იანვარი 2015
- 3 351
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.