გუნდმა დასკვნითი ვარჯიში გამართა
კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ შეკრიბა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები და დასკვნითი სესია გამართა...
"ვალდებებასზე" გუნდმა არაერთი ვარჯიში შეასრულა, თუმცა ყველაზე დიდი ორიენტაცია ბურთის ფლობაზე გაკეთდა. ფეხბურთელები "ალფონსო პერესზე" ვიზიტისთვის ემზადებიან. "ბლანკოსი" ვალდებულია დერბიში 3 ქულა მოიპოვოს და ლა ლიგის ცხრილის სათავეში ყოფნა კიდევ უფრო გაიმყაროს.
ვარჯიშზე სასიხარულო ფაქტი ის იყო, რომ მცირე ტრავმა მოიშუშა ალვარო არბელოამ, რომელიც დღეს 100%-ით შეუდგა ვარჯიშს. (დღეს 32 წელი შეუსრულდა).
კეპლერ პეპე და ლუკა მოდრიჩი აღდგენით პროცესს გადიან, ისინი სავარაუდოდ ერთ დროს დაბრუნდებიან მოედანზე.
გუნდთან ერთად იყო კასტილიელი ალვარო მედრანიც, რომელიც უკვე დიდი ხანია კარლოს განკარგულებაშია.
მეკარეებს განცალკევებით, ვილიამ ვეკი ავარჯიშებდა.
- 17 იანვარი 2015
- 1 998
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.