ნავასი თამაშგარეში დარჩა
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალიდან გამოვარდნით, ყველაზე მეტად ნავასს დაწყდა გული.
მოგეხსენებათ, ანჩელოტის გადაწყვეტილებით, „კოპას“ პაექრობებში სწორედ კეილორს უნდა დაეცვა გუნდის კარი, თუმცა კოსტარიკელს ბედმა არ გაუღიმა.მან მხოლოდ 4 თამაშში მოასწრო მონაწილეობის მიღება და ახლა, მტკიცედ მოუწევს სათადარიგო სკამის გამაგრება.
გამომდინარე იქედან, რომ სეზონი ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის, ნაკლებად მოსალოდნელია პრიმერასა და ჩემპიონთა ლიგაზე მეკარეების როტაცია.იკერ კასილიასს რაც შეიძლება მეტი ნდობა სჭირდება, რათა საიმედოდ დაიცვას ხაზი.შესაბამისად, მიმდინარე სეზონში, ნავასის უთამაშებლობა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია (თუ გაუთვალისწინებელი არ მხოდა).
MARCA
- 17 იანვარი 2015
- 1 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.