კეილორს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს

მადრიდის "რეალის" კიპერს, კეილორ ნავასს წლევანდელ სეზონში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს...

კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, კოსტა-რიკელი გოლკიპერი სამეფო თასის მატჩებში დაიცავდა გუნდის კარს, მაგრამ "რეალი" "ლა კოპას" ოთხი თამაშის შემდეგ გამოემშვიდობა და ნავასის შანსებმაც იკლო.

კეილორმა ჩემპიონთა თასზეც ითამაშა რამდენიმე პაექრობა, მაგრამ ძირითად კიპერად მაინც იკერ კასილიასი გვევლინებოდა.

"ატლეტიკოსთან" პაექრობაში კოსტა-რიკელმა 4-ჯერ გაუშვა ბურთი საკუთარ კარში, თანაც ერთ მომენტში საკუთარი შეცდომით.

კარლო ანჩელოტისთვის გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ აშკარაა, რომ იკერი ბევრად უფრო პროდუქტიულია ვიდრე კეილორი, მარამ ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სათამაშო პრაქტიკის უქონლობა, რაც ნავასს აქვს. შარშან ის "ლევანტეს" ძირითადი კიპერი იყო და საუკეთესო სამეულშიც შევიდა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ყველა გააოცა, ახლა კი რადიკალურად სხვა ფეხბურთელს ვუყურებთ, რაც სწორედ უთამაშებლობით არის გამოწვეული.

სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში კასილიასს ვიხილავთ, მაგრამ სუსტ მეტოქეებთან შერკინებაში კეილორსაც მიეცემა შანსი.

  • Hala
  • 17 იანვარი 2015
  • 2 207
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (249)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)