ვარანის დრო მოვიდა !
რაფაელ ვარანს თავის გამოჩენის შანსი მიეცა.
მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების დროს სამეფო კლუბის პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა, პეპემ ტრავმა მიიღო და მინდორი დატოვა. მისი ადგილი კი ფრანგმა ფეხბურთელმა დაიკავა.
პეპეს რამდენიმე კვირა გაუცდება, მისი ჩანაცვლება კი ძირითად შემადგენლობაში სწორედ ვარანს მოუწევს. რაფაელმა მიმდინარე სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა. მინდორზე 1,384 წუთი დაჰყო (ხუთი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო ოთხში იგი შეცვლაზე შემოვიდა).
17 ჩატარებული შეხვედრიდან (1,530 წუთი) ვარანმა მხოლოდ 533 წუთი ითამაშa, რაც სრული მატჩების 35%-ს შეადგენს. პეპემ მინდორზე 1,260 ხოლო რამოსმა - 1,188.
მიუხედავად იმისა, რომ ვარანი 21 წლის არის, მას უკვე აქვს ამბიცია იმისა, რომ სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში ითამაშoს და ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ მას სასტარტო შემადგენლობაში თამაში ეკუთვნის კიდეც. რაფაელი პეპეს არყოფნაში შემდეგ მატჩებში სერხიო რამოსს შეუწყვილდება.
ფრანგ მცველს ნდობა ჟოზე მოურინიომ გამოუცხადა, როდესაც პორტუგალიელი მწვრთნელი სამეფო კლუბის სათავეში იყო. მოუს ხელმძღვანელობით, მან საერთო ჯამში 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (3,850 წუთი). ხოლო ანჩელოტის თავკაცობით ვარანმა 45 მატჩი ჩაატარა (2,988 წუთი).
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფრანგი მცველით ძალიან ბევრი ევროპული გრანდით ინტერესდება და მის გადაბირებას ცდილობს.
Marca.com
- 16 იანვარი 2015
- 2 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.