ტორესი:"სამეფო კლუბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი"
ფერნანდო ტორესმა "ბერნაბეუზე" 2 გოლის გატანა შეძლო და საკუთარი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა...
"მატჩის დაწყებისას სამეფო კლუბს უდიდესი მობილიზება ეტყობოდა, ფეხბურთელებს რევანშის აღება სურდათ. საბედნიეროდ, გოლის გატანა პირველივე წუთზე შევძელი და სტადიონზე შეკრებილი საზოგადოება საგონებელში ჩავაგდე."
"კარლო ანჩელოტის გუნდი არ მოდუნდა, კოლექტივი ბოლომდე იბრძოდა და ანგარიშით გათანაბრებაც მოახერხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ძალიან გამიმართლა და დუბლი გავიფორმე."
"ანტონი გრიზმანი შესანიშნავი მეწყვილეა, ის "როხიბლანკოს" დიდ წარმატებას მოუტანს."
- 16 იანვარი 2015
- 3 244
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.