რონალდუ:"თავი საშინელმა უიღბლობამ იჩინა"
კრიშტიანო რონალდუმ "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა...
"თავი საშინელმა უიღბლობამ იჩინა, რადგან განსაკუთრებით პირველ ნახევარში უამრავი მომენტი შევქმენით. პირველ წუთზე მიღებულმა ბურთმა ბევრი რამ დააყენა თავდაყირა, მაგრამ კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს და ბოლომდე ვიბრძოდით. ორი გოლი სრულიად უწყინარ სიტუაციაში გავუშვით."
"გულშემატკივრებს უდიდეს მადლობას ვუხდი, მათი მხარდაჭერა შესანიშნავი იყო, მთელი დღის მანძილზე მთელი ქალაქი "რეალის" ქომაგთა ჯგუფმა მოიცვა. ამასთანავე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმედგაცრუებულ ადამიანს, რადგან "ბლანკოსს" ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ჩვენ ალბათ უფრო მეტი შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ."
"წინ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგაა. დარწმუნებული ვარ, ამ ორი ტურნირის მოგების შემთხვევაში სამეფო თასი აღარავის ემახსოვრება."
"წაგება კარგი არასდროსაა, მაგრამ მოვლენებს დადებითი ნიუანსებიც შეგვიძლია მოვუძებნოთ. გუნდი უდიდესი დატვირთვით თამაშობს, ახლა კი ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა და შუა კვირაში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს გავმართავს, პრიმერა დივიზიონის პაექრობებისთვის კი 5-6 დღიანი დასვენების საშუალება მოგცემა. ზოგჯერ სჯობს ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და შემდეგ ამას ორი წინგადადგმული ნაბიჯი მოჰყვეს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას."
"მუშაობას გავაგრძელებთ და ვეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ფეხბურთელები ვარჯიშებზე დაშვებულ შეცდომებს გაანალიზებენ. საკუთარი კონდიციით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მეც ადამიანი გახლავართ და მცირე ჩავარდნა ნებისმიერს შესაძლოა დაემართოს. დარწმუნებული ვარ სასურველ ფორმაში ჩავდგები, რადგან მუხლჩაუხრელად ვიმუშავებ."
- 16 იანვარი 2015
- 3 699
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.