"რეალის" კიდევ ერთი სამიზნე - რუნი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი რუნი მოხვდა მადრიდის "რეალის" ზაფხულის სატრანსფერო გეგმებში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი რუნი მოხვდა მადრიდის "რეალის" ზაფხულის სატრანსფერო გეგმებში.
"მარკას" თუ დავუჯერებთ "რეალი" მზადაა გაუფორმოს კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს. აქცენტი იმაზე კეთდება, რომ რაულისა და ნისტელროის წასვლის შემდეგ სწორედ რუნი გახდება თავდასხმის ლიდერი.
რეალის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სიაში აგრეთვე მოხვდნენ: "ატლეტიკოს" შემტევი კუნ აგერო და "ვალენსიას" ფორვარდი დავიდ ვილა. კონტრაქტის მიხედვით რუნის მყიდველ კლუბს ასტრონომიური თანხის გაღება მოუწევს მის გამოსასყიდად. ასევე კუნ აგეროს გამოსასყიდი თანხა შეადგენს 50 მილიონ ფუნტს, ხოლო დავიდ ვილასი კი 100 მილიონ ფუნტს.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 28 დეკემბერი 2009
- 3 071
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.