მადრიდისტები დიდებულ დახვედრას მოუწყობენ ფეხბურთელებს
დღევანდელი დაპირისპირების დაწყებამდე 2 საათით ადრე, სამეფო კლუბის გულშემატკივრები პირველი გოლის გატანას ეცდებიან „ატლეტიკოს“ კარში.
როგორც დაანონსებულია, „თეთრ“ მაისურებში გამოწყობილი ადამიანები, Concha Espina-ს ქუჩაზე შეიკრიბებიან და გამამხნევებელ-მხარდასაჭერი შეძახილებით მიაცილებენ „რეალის“ ავტობუსს „სანტიაგო ბერნაბეუმდე.“
ესპანეთის დედაქალაქში ეს არავის უკვირს, რამეთუ მადრიდისტები ასე იქცევიან დიდი თამაშების წინ, ხოლო პირველი შემთხვევა, მოურინიოს დროს, „რეალისა“ და „დორტმუნდის“ შეხვედრის წინ დაფიქსირდა, რამაც აღაფრთოვანა სრულიად საფეხბურთო სამყარო.
„ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, ძალიან ბევრი შთამბეჭდავი დახვედრა ყოფილა, მაგრამ ისც რაც მოხდა დორტმუნდელებთან პაექრობამდე, ნამდვილად შეუდარებელია.მსგავსი წარმოდგენა არასოდეს მქონდა ნანახი.რაც მთავარია, ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა“ - იხსენებს კლუბის მძღოლი.
„მეტად ამაღელვებელი იყო ამის ყურება ავტობუსიდან.ცხენზე ამხედრებული პოლიციელები დიდი გაჭირვებით ახერხებდნენ სავალი ნაწილის გათავისუფლებას.ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ფეხბურთელებზე“ - ამბობს კლუბის ექიმი.
MARCA
- 15 იანვარი 2015
- 2 341
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.