ბენზემას „ატლეტიკოსთან“ არ უმართლებს
იმისათვის, რომ სამეფო კლუბმა მაოხერხოს „ატლეტიკოს“ ბარიერის დაძლევა და „კოპას“ შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება, საჭიროა წინახაზელების ფეერიული თამაში.
რასაკვირველია, რონალდუსთან და ბეილთან ერთად, ბევრი იქნება დამოკიდებული ბენზემაზეც, რომელიც თანაქალაქელებთან მატჩებში საშინელი სტატისტიკით გამოირჩევა.„რეალის“ მაისურის მორგების შემდეგ, ფრანგმა 17 დერბიში მიიღო მონაწილეობა და აქედან მხოლოდ 2-ჯერ დაამწუხრა მეტოქე.მან პირველი გოლი, 2011 წელს დე ხეას გაუტანა, ხოლო მეორე კურტუას (გასულ მარტს).
საინტერესოა, რომ კარიმს უკეთესი შედეგიანობის მაჩვენებელია აქვს „ბარსელონასთან“ (7 გოლი), ხოლო მისი ფავორიტი მოწინააღმდეგეა „მალაგა“ (8 გოლი).
MARCA
- 15 იანვარი 2015
- 2 326
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.