რონალდუ: „თავს არ ვიმართლებ, მაგრამ...“
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუ, „ფიფას“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.
„ნამდვილად ვიცი, თუ როგორი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვის ნაყოფია „ოქროს ბურთის“ მოგება, ამიტომაც, საკმაოდ დიდ ემოციებს იწვევს გვარის გამოცხადება.არ აქვს მნიშვნელობა, მერამდენედ ხდება ეს.ვიმედოვნებ, რომ დიდხანს გაგრძელდება წარმატებული სვლა.მადლობას ვუხდი საკლუბო და სანაკრებო თანაგუნდელებს.„ოქროს ბურთმა“ დიდებული სეზონი შეაჯამა და ამასთანავე, ახალი მოტივაცია შემმატა 2015 წლისათვის.“
„გულწრფელად გეტყვით, კარიერის საწყის წლებში არ მეგონა, ამდენჯერ თუ მომიწევდა ციურიხში ჩამოსვლა.საკმაოდ რთულია მაღალი დონის შენარჩუნება.მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მერვედ მოვხვდი წლის სიმბოლურ ნაკრებში.ვფიქრობ, მსგავსი შედეგი, მხოლოდ მე და მესის გვაქვს, რაც ძალიან სასიამოვნოა.წლები გადის და ვცდილობ, უფრო გავაუმჯობესო საკუთარი თამაში და ბოლომდე დავიხარჯო, როგორც კლუბის, ასევე ნაკრების მაისურით.ეს აღიარებებ იმის დასტურია, რომ ყველაფერი კარგად მიდის.“
„ვიცი, რომ ინდივიდუალური, თუ გუნდური შედეგებიდან გამომდინარე, ჩემი ადგილი მაქვს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით და ძალიან მიხარია.29 წლის ვარ, მაგრამ თავს 25 წლის ბიჭივით ვგრძნობ (იცინის).ვგონებ, კიდევ ხუთი, ექვსი ან შვიდი წელი შემიძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა.ვნახოთ, სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები.“
„დიახ, ჩემმა აგენტმა თქვა, რომ 40 წლამდე შემიძლია მოედანზე დარჩენა (იცინის), მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.მაგ: მოტივაციაზე, ფიზიკურ კონდიციებზე და ა.შ.სიმართლე გითხრა, ამ ეტაპზე არ ვფიქრობ აღნიშნულ საკითხზე.“
„დასამალი არაფერია, ჩემი წარმატების საიდუმლო, სწავლის სურვილში მდგომარეობს.ჩემთვის ყოველი სეზონი ახალი გამოწვევაა.აწმყოზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია, თუმცა მომავალზე ფიქრიც მნიშვნელოვანია.მჯერა ჩემი შესაძლებლობების და ყოველთვის გაუმჯობესების სურვილით ვარ შეპყრობილი.შეიძლება, სწორედ ეს განაპირობებს მაღალ დონეზე ყოფნას ამდენი წლის განამვლობაში.ცხადია, მუშაობას მოაქვს ყველაფერი, თუმცა უკეთესობისაკენ სწრაფვასაც დიდი ადგილი უჭირავს.“
„არაფერს ვნანობ, რამეთუ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ტრავმა მივიღე და 2 კვირის განმავლობაში ტკივილების გამო ვერ ვვარჯიშობდი.შემდეგ წავედი მსოფლიო ჩემპიონატზე.შემეძლო მწვრთვნელისათვის მეთქვა, რომ ჩემი იმედი არ ჰქონოდა და უდარდელად გავსულიყავი შვებულებაში, თუმცა ასე არ მოვიქეცი, რამეთუ მიყვარს, როდესაც თვალს ვუსწორებ პრობლემებს.ფიზიკური კონდიციებთან დაკავშირებული პრობლემებით არ ვიმართლებ თავს, მაგრამ 100 პროცენტით მზად არ ვიყავი, რაც ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა.ღმერთი ხედავს ყველაფერს.აქ იმიტომ ვარ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი განვლილ სეზონში.“
„რა თქმა უნდა, წინა სეზონიდან ყველაზე დასამახსოვრებელია ჩ/ლიგის მოგება და ტიტულის აღმართვა.ეს იყო ყველაფრის კულმინაცია.სამეფო კლუბის ქომაგებმა მეტად გაიხარეს.„რეალის“ ნებისმიერი მოთამაშე გეტყვით, თუ რაოდენ ნიშანდობლივია კლუბისათვის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშება და კონკრეტულად „ლა დესიმა.“რამდენინმე კვირის წინ საკლუბო ჩემპიონატზეც მივაღწიეთ წარმატებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია.2014-მა დიდებული მოგონებები დამიტოვა და ვფიქრობ, ეს საუკეთესო წელი იყო, როგორც ინდივიადუალურ, ისე გუნდურ ასპექტში.“
„ანჩელოტი საუკეთესო დამრიგებელია.სადაც არ მუშაობდა, ყველგან შეძლო მთავარი ტიტულების მოგება.ის ექსტრაორდინარული პიროვნებაა.წლების წინ, თავადაც თამაშობდა ფეხბურთს და ამიტომაც, ძალიან კარგად ესმის ჩვენი.კარლიტო გამარჯვებული მწვრვთნელია.“
„შვილის დაბადებამ სიხარული და სიმშვიდე შემატა ჩემს ცხოვრებას.სიამაყე მეუფლება, როდესაც ჩემთან ერთად იზიარებს დიდებულ მომენტებს.გაიზრდება და ეცოდინება, რომ მამა ჰყავს პროფესიონალი ფეხბურთელი და „რეალში“ თამაშობს.“
„ჯერ-ჯერობით ვერ აფასებს ჩემ ასპარეზობას (იცინის).ის ჯერ პატარა ბავშვია და თავისი აზროვნებით საუბრობს ფეხბურთზე.შარშან ბურთის გორაობაც დაიწყო, რამაც ძალიან გამახარა.ადრე მანქანებით ირთობდა თავს, ხოლო ახლა ფეხბურთით.კმაყოფილი ვარ, რამეთუ ეს ძვირი სიამოვნება არ არის (იცინის).“
Fifa.Com
- 14 იანვარი 2015
- 7 346
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.