მოდრიჩი ახლოს არის დაბრუნებასთან
ხორვატი ფეხბურთელი მადრიდში აგრძელებს სარეაბილიტაციო კურსს.
გუშინ, მოდრიჩი „ვალდებებასის“ ბაზაზე გამოჩნდა, რამაც ძალიან გაახარა თანაგუნდელები.ლუკა 2 კვირის განმავლობაში ანტვერპენში (ბელგია) იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის ფიზიოთერაპევტი ზრუნავდა მის გამოჯანმრთელებაზე.
ჩატარებულმა კვლევამ (MRI) აჩვენა, რომ ანჩელოტის რჩეული ფეხბურთელის ლაზარეთიდან გამოწერის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.მისი პროგრესი თვალშისაცემია და უკვე შორს აღარ არის ის დღე, როდესაც მოდრიჩი მთავარ ჯგუფთან ერთად განაახლებს ვარჯიშს.
ანჩელოტის განცხადებით, ლუკამ იანვრის შუა რიცხვდებიდან უნდა დაიწყოს სრული დატვირთვით მუშაობა.
MARCA
- 13 იანვარი 2015
- 2 362
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.