ანჩელოტის სავარაუდო თერთმეტეული
15 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე „კოპა დელ რეის“ 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრა გაიმართება, სადაც სამეფო კლუბი თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.
ორბურთიანი სხვაობის აღმოსაფხვრელად კარლო ანჩელოტის გუნდი ყველაფერს გააკეთებს. პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში „ესპანიოლის“ დამარცხების შემდეგ ანჩელოტიმ მოახლოვებულ დერბიზე ისაუბრა: „მეტოქემ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობი, თუმცა წინ საპასუხო შეხვედრა გველის, სადაც ყველაფრის გაღებას და მეოთხედფინალში გასვლას ვაპირებთ“.
როგორც სეზონის დასაწყისში იტალიელმა დამრიგებელმა განაცხად „კოპა დელ რეის“ გათამაშებაში კარს კეილორ ნავასი დაიცავს. რაც შეეხება დაცვით ხაზს, აქ კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელოს ოთხეულს მოიაზრებენ. ლუკა მოდრიჩის არყოფნაში ნახევარდაცვაში კვლავაც ისკო, კროოსი, ხამესის სამეულს ვიხილავთ, ხოლო შეტევაში ტრადიციულად ბეილი, ბენზემა, რონალდუს ტრიოს ელიან. შეგახსენებთ, მერვედფინალის პირველ მატჩში კარლიტომ სასტარტოში ვარანი, არბელოა და ხედირა დააყენა, ხოლო პეპე, კარვახალი და რონალდუ დაასვენა.
„ოქროს ბურთის“ გალა-დაჯილდოვების დროს ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან მადრიდულ შერკინებაზე მცირე კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად“.
As
- 13 იანვარი 2015
- 4 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.