„რეალის“ დელეგაცია ციურიხში ჩაფრინდა
„რეალის“ ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სამეფო კლუბის დელეგაცია უკვე ციურიხში იმყოფება.
ფლორენტინო პერესი, კარლო ანჩელოტი სერხიო რამოსი, ტონი კროოსი, ხამეს როდრიგესი, კრიშტიანუ რონალდუ და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრები, შვეიცარიაში ჩაფრინდნენ და „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიის დაწყების (თბილისის დროით 21:30) მოლოდინში არიან.
ცნობისათვის, გალა კონცერტის დაწყებამდე, საუკეთესო მწვრთნელისა და ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილი დამრიგებლები (ანჩელოტი, სიმეონე და ლიოვი) და ფეხბურთელები (რონალდუ, მესი და ნოიერი) პრესკონფერენციას გამართავენ.
RealMadrid.Com
- 12 იანვარი 2015
- 2 046
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.