მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრას 12 მადრიდელი ეცდება
მადრიდის "რეალის" თორმეტი მოთამაშე საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრას ცდილობს.
2014 წლის მსოფლიო გუნდის შესადგენად სულ ნომინერბულია 67 ფეხბურთელი, საიდანაც 12 სამეფო კლუბს წარმოადგენს. ესენი არიან: იკერ კასილასი, დანი კარვახალი, მარსელო, პეპე, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ხამეს როდრიგესი, გარეთ ბეილი, კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო.
ციურიხში გამართულ ცერემონიალზე შეარჩევენ საუკეთესო მეკარეს, ოთხ საუკეთესო მცველს, სამ ნახევარმცველს და სამ თავდამსხმელს. (4-3-3 ტაქტიკა). აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოგების შანსი ექნება კარლო ანჩელოტის, რომლის კონკურენტები იქნებიან დიეგო სიმეონე და იოაჰიმ ლიოვი.
Realmadrid.com
- 12 იანვარი 2015
- 2 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.