ოდეგაარდი 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
ნორვეგიაში ჩატარდა წლის გალა დაჯილდოვება, სადაც საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად მარტინ ოდეგაარი დაასახელეს.
დაჯილდოვების შემდეგ, თინეიჯერი ვუნდერკინდი სიტყვით გამოვიდა, რომლის დროსაც მადლობა გადაუხადა თავის მწვრთნელს და თანაგუნდელებს. "სფიჩის" დასრულების შემდეგ მას ჟურნალისტებმა მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
"რა თქმა უნდა, მეც ისევე, როგორც დანარჩენი ფეხბურთელები, მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი გუნდის შემოთავაზება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბს აუცილებლად გამოვიცვლი. ძალიან მიკვირს, რომ ამ ერთ წელში ასე რადგიკალურად შეიცვალა ჩემი სპორტული კარიერა."
ინტერვიუს ბოლოს, ოდეგაარს მადრიდის "რეალის" 16 ნომრიანი მაისური მიაწოდეს, რომელზეც მისი გვარი ეწერა.
As.com
- 12 იანვარი 2015
- 2 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.