მადრიდის "რეალმა" 38 მილიონი ოფიციალურად შესთავაზა "იუნაიტედს"
Daily Express-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" დე ხეას უფროდაუფრო უახლოვდება.
მას შემდეგ, რაც მანჩესტერ "იუნაიტედმა" ვიქტორ ვალდესი გაიფორმა, "წითელმა ეშმაკებმა" მიიღეს ოფიციალური წერილი, რომლშიც საუბარი იყო სამეფო კლუბის ინტერესი დავიდ დე ხეას მიმართ. ინფორმაციის თანახმად "თეთრები" 38 მილიონს იხდიან ახალგაზრდა ესპანელი კიპერის სანაცვლოდ.
იკერ კასილასის იდეალური ფორმის გამო, კეილორ ნავასს მადრიდის "რეალში" თამაშის საშუალება პრაქტიკულად არ ეძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ კოსტარიკელი კიპერი მთლად ახალგაზრდა არ არის, პერესს სურს გუნდს სამომავლოდ კიდევ ერთი კარის დარაჟი "აჩუქოს" და დიდი ალბათობით ეს იქნება დავიდ დე ხეა.
Bernabeudigital.com
- 11 იანვარი 2015
- 3 718
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.