ინძაგი:"მესის ნოიერთან და რონალდუსთან შანსი არ აქვს"
"მილანის" მთავარი მწვრთნელის, ფილიპო ინძაგის განცხადებით, მადრიდის "რეალის" წინახაზელი კრიშტიანო რონალდუ, მანუელ ნოიერთან ერთად ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში უდავო ფავორიტია...
"ლიონელ მესის სამეულში არ შევიყვანდი. ის დიდი ფეხბურთელია და მართლაც უმაღლეს კლასს წარმოადგენს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ წელს უნდა იბრძოლოს საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად. კატალონიელს არაფერი უქნია ისეთი, რითიც შეიძლებოდა ოქროს ბურთი მოეგო."
"მანუელ ნოიერი ღირსეული კანდიდატია, მან გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან და მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად არნახული სეზონი გვაჩვენა. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ ის წვლილი, რომელიც მან ლიოვის ნაკრების წარმატებაში შეიტანა."
"კრიშტიანო რონალდუ უდავო ფავორიტია, მან სამეფო კლუბთან ერთად ოთხი ტიტული მოიგო, მათ შორის არის ჩემპიონთა ლიგაც, სადაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გამიხარდება თუ პორტუგალიელი ტიტულს დაეუფლება."
- 10 იანვარი 2015
- 2 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.