კიკო კასილა:"ჩემი სახლი მადრიდია"
"ესპანიოლის" კიპერს, კიკო კასილას ხშირად უკავშირებენ მადრიდის "რეალს". ფლორენტინო პერესი ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი მეკარით არაერთხელ დაინტერესდა...
"სანტიაგო "ბერნაბეუ" განსაკუთრებული სტადიონია, იქ თამაში ყოველთვის ამაღელვებელი გახლავთ იმიტომ, რომ ჩემი სახლი მადრიდია."
"კატალონიაში "რეალი" არ უყვართ, თუმცა ეს მეტწილად "ბარსელონას" გულშემატკივრებს ეხებათ. "ესპანიოლს" სამეფო კლუბთან მეგობრული ურთიერთობა აქვს."
"ბერნაბეუზე გასვლა დიდი ემოციების განცდას ნიშნავს."
"გასაკვირია, რომ "რეალმა" 3 პაექრობა ზედიზედ წააგო. "მილანთან" შერკინებას ამხანაგური სარჩული ჰქონდა, თუმცა "ვალენსიამ" და "ატლეტიკომ" ყველა გააოცეს."
"კრიშტიანო რონალდუმ მცირე შესვენება აიღო, ახლა კი მზად არის კიდევ ერთხელ დაანახოს მთელ მსოფლიოს თუ რას წარმოადგენს. იმედი მაქვს, პორტუგალიელი ჩემ კარს ვერ დალაშქრავს."
- 10 იანვარი 2015
- 1 745
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.