პერესმა პოგბას ტრანსფერში შესაძლოა ხედირა ჩართოს
იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით იანვრის ბოლომდე ტურინის "იუვენტუსს" შესაძლოა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, სამი ხედირა შეუერთდეს...
საქმე ეხება გეგმას, რომელიც სამეფო კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა შეიმუშავა. ესპანელ მმართველს ფრანგი ფეხბურთელის, პოლ პოგბას დამატება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
თავის მხრივ, "ბებერი ქალბატონის" მესვეურებს საკუთარი გუნდის უდავო ლიდერის დაკარგვა არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად, აქედან გამომდინარე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან შეთავაზებულ წინადადებას, თუ საკმაოდ სარფიან მოგებას ნახავენ.
ფლორენტინო სამი ხედირას იტალიაში გაშვება სურს, ამით ტურინელები პოგბას შემცვლელს ავტომატურად დაიმატებენ, თუმცა გაცვლა 1/1-ზე ვერ მოხდება.
ესპანელები მზად არიან ხედირას 41 მილიონი ევრო დაამატონ და ფრანგი ნახევარმცველი ესპანეთის დედაქალაქში ჩაიყვანონ.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 9 იანვარი 2015
- 1 805
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.