"რეალმა" ჩემ შესახებ "კრუზეიროს" მიმართა, მაგრამ უარი მიიღო"
ლუკას სილვას განცხადებით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა "კრუზეიროს" ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების დაყწება სთხოვა, მაგრამ ბრაზილიურმა კლუბმა ესპანურ გიგანტთან თანამშროლობა არ ისურვა...
"შვებულება ყოველთვის საჭიროა, საახალწლო დღეებში საკმაოდ დიდი ენერგია აღვიდგინე, ახლა კი მზად ვარ ვარჯიშს შევუდგე და კლუბს დავეხმარო."
"მინიმუმ 2015 წლის ზაფხულამდე "კრუზეიროს" ფეხბურთელი ვიქნები, რადგან ჩემი კლუბის ხელმძღვანელობამ ფლორენტინო პერესის წინადადება უარყო."
"ევროპაში თამაში ჩემი ოცნებაა. ადრე თუ გვიან აუცილებლად ვეზიარები იმ დიდ ფილოსოფიას, რასაც ევროპული ფეხბურთი ჰქვია."
"სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა, მაგრამ არამგონია ზამთარში მოვლენები შეიცვალოს."
- 9 იანვარი 2015
- 1 316
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.