"მანჩესტერი" დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს
ფლორენტინო პრესმა ინგლისელები შეაშფოთა.
როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რამდენიმე საათის წინ ვიქტორ ვალდესი ოფიციალურად გაიფორმა. ეს ყოველივე კი იმის შანსს ზრდის, რომ დავიდ დე ხეამ კლუბი დატოვოს.
"Daily Mail"-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" სასწრაფოდ ითხოვენ კიპერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2019 წლამდე, რადგანაც ფლორენტინო პერესი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს და ყველაფერს აკეთებს, რათა ესპანელი მეკარე გადაიბიროს.
ხორხე მენდეშის განაცხადებით, დე ხეა ამჟამად "იუნაიტედში" ბედნიერია, მაგრამ თუ ის კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, მხოლოდ "რეალში" გადაბარგდება. მადრიდში დავიდს სულმოუთმენლად ელოდებიან და მას იკერის მემკვიდრედ მოიაზრებენ.
- 9 იანვარი 2015
- 2 195
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.