პერესი მესისთვის ბრძოლაში ჩაერთო?
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესისთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, არგენტინელ ფეხბურთელს ლონდონის ჩელსის უკავშირებენ, თუმცა დღეს პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები გაჩნდა...
TotalSport-ის ცნობით ფლორენტინო პერესი კიდევ ერთი ფურორის მოხდენას გეგმავს. ესპანელი პრეზიდენტის მიზანი არც მეტი არც ნაკლები, ლიონელ მესის შეძენაა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით დედაქალაქელები მზად არიან ტრანსფერში გარეთ ბეილი ჩართონ, რომელსაც Daily Express, Daily Mirror და კიდევ რამდენიმე ბრიტანული გამოცემა მანჩესტერ "იუნაიტედს" უკავშირებს.
გავრცელებული ჭორების მიხედვით პერესი მზად არის ლიონელის სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო გამოყოს, მაგრამ ტრანსფერში ბეილის ჩართვის შემთხვევაში თანხამ დაახლოებით 65-70 მილიონ ევრომდე უნდა დაიწიოს.
რამდენად რეალურია ხსენებული ტრანსფერის გაჩარხვა მეორე საკითხია, ასევე რამდენად რეალურია ზემოთხსენებული ჭორი ნამდვილად გასარკვევი გახლავთ, თუმცა ყველა ინფორმაციას კულუარებიდან გამოჟონილი ჭორები უმაგრებს ზურგს.
- 7 იანვარი 2015
- 8 615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.