ხუანდე რამოსი:"ანჩელოტი თუ ლიოვი? რთული სათქმელია"
ხუანდე რამოსის განცხადებით, საუკეთესო მწვრთნელის გამოვლენა ურთულესი საქმე იქნება, რადგან კანდიდატები უმაღლეს კლასს წარმოადგენენ...
"მადრიდის "რეალში" კარლო ანჩელოტიმ შეუძლებელი შეძლო და პირველივე სეზონში მოიგო ჩემპიონთა თასი, ამას ემატაბა "კოპა დელ რეი", ევროპის სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი, რომელიც "მერენგებმა" 2014 წლის ბოლოს მოიგეს."
"ლიოვის მონაგარი კი მსოფლიო ჩემპიონატია. მოგეხსენებათ, ევროპულ გუნდებს სამხრეთ-ამერიკაში ძალიან უჭირთ, მაგრამ ყველამ კარგად იხილა თუ როგორ დაამარცხა "ბუნდესნაკრებმა" ადგილობრივი "სელესაო".
"ძალიან რთული სათქმელია ვინ გახდება გამარჯვებული, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ღირსეული სპეციალისტი."
- 7 იანვარი 2015
- 1 832
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.