არდა და მანჯუკიჩი შესაძლოა "ატლეტიკოს" ვერ დაეხმარნონ
მარიო მანჯუკიჩი და არდა ტურანი დიეგო სიმეონეს ორი უსაყვარლესი ფეხბურთელია.
ეს დუეტი "ატლეტიკოს" ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება და არგენტინელი მწვრთნელის ნდობაც ზუსტად ასე მოიპოვეს.აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ შეკრებაზე, ტურანმა და მანჯუკიჩმა ვარჯიში დისკომფორტით დაასრულეს. როგორც მედიკოსები იტყობინებიან, მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და შესაძლოაა მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება გამოტოვონ.
სასიხარულო კი ის არის "ატლეტიკოს" გულშემატკივრისთვის, რომ სრულ მზადყოფნაშია ტიაგო, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და თანაგუნდელების დასახმარებლად 100%-ით მზადაა. ამასთანავე, მოედანზე ელოდებიან ტორესის გამოჩენას. "ელ ნინიო" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაბრუნდა მშობლიურ კლუბში.
Defensacentral.com
- 6 იანვარი 2015
- 2 232
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.